საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საგრანტო პროექტის „საჯარო მმართველობის სამართლის სამაგისტრო პროგრამის კონცეფციის შემუშავება“ შუალედური შედეგების პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (თსუ) და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბსუ) თანამონაწილეობით შექმნილი კონსორციუმის საგრანტო პროექტის - „საჯარო მმართველობის სამართლის სამაგისტრო პროგრამის კონცეფციის შემუშავება“ - ფარგლებში „მრგვალი მაგიდის ფორმატით“ შუალედური შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

 

შეხვედრას გაუძღვნენ თსუ-ისა და ბსუ-ის პროფესორები: პაატა ტურავა, ნანა ჭიღლაძე, ეკა ქარდავა, ირაკლი კახიძე და ლევან ჯაყელი. შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობა მიიღეს ცენტრალური ხელისუფლების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

 

„მრგვალი მაგიდის“ ფარგლებში ღონისძიების მონაწილეებმა განიხილეს საჯარო მმართველობის სამართლის სამაგისტრო პროგრამის კონცეფციის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო სამსახურში დასაქმებულთა პროფესიულ განვითარებას. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საჯარო სექტორში არსებული პრაქტიკული საგანმანათლებლო საჭიროებების შესწავლას, მოხელეთა პრაქტიკული უნარების გაძლიერებასა და საჯარო სამსახურში პროფესიული განვითარების სისტემის ანალიზს.

თარიღი: 22/03/2024